ჩვენზე

„ჩვენი ექსპრესის“ მიზანია:

  • ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი, სამოქალაქო, მრავალფეროვანი საზოგადოების შექმნას, სადაც ყოველ ინდივიდს ექნება თვითგამოხატვის საშუალება.
  • ახალგაზრდებში და არა მხოლოდ, მოახდინოს თავისუფალი არჩევანის, დამოუკიდებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაცია.
  • ყველანაირი ახალგაზრდული თემატიკის განხილვა, დაწყებული იმ საკითხებით, რომლებიც უფროსკლასელებისა და სტუდენტების ცხოვრებასა და სწავლას, მათ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ სიტუაციას ეხება. საინტერესო და ორიგინალური ახალგაზრდული ღონისძიებებისა და შეკრებების; მშობლებისა და შვილების ურთიერთობების; რეგიონებში ახალგაზრდების ცხოვრების; ეროვნული, რელიგიური და სოციალური უმცირესობების პრობლემების გაშუქება და ასე შემდეგ.
  • ყოველთვის, ნებისმიერ პირობებში, წარმოადგენდეს ტრიბუნას ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე ალტერნატიული მოსაზრებისა და პოზიციისთვის, რომელიც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით.

ჩვენი გადაცემა ცდილობს იპოვოს ადამიანები, ორიგინალური შეხედულებებით, რომლებიც საქართველოში არსებული ცენზურის, თვითცენზურის, დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრის გამო მოკლებულნი არიან შანსს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და დაიცვან საკუთარი პოზიციები.

ამის გამო გადაცემა არაერთხელ გახდა და, შესაძლოა, მომავალშიც გახდება არაერთი „შეტევის“ ობიექტი , თუ იგი კვლავ გავა რომელიმე ცენტრალურ ტელეარხზე. (გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“ უკვე არაერთხელ აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის წნეხის ქვეშ, რადგან მასში გასული სიუჟეტები მორალის შესახებ მათი წარმოდგენების საზღვრებს ცდებოდა).

გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ მიზნებში შედის „ინტერნიუსი საქართველო“-ს ფარგლებში შექმნას ალტერნატიული სივრცე - „თავისუფალი აზრის ცენტრი“. ის ხელს შეუწყობს და პოპულარიზაციას გაუწევს ორიგინალურ, ალტერნატიულ ახალგაზრდულ იდეებს; ამ იდეების მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი ბლოგის, სოციალური ქსელებით გავრცელებას; შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარებას, სადაც იმსჯელებენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტუალური თემების შესახებ;

ჩვენი შეკრების ადგილი: იაშვილის ქ. 14/22 „ინტერნიუსი“ მესამე სართული. ოთახი №32

ტელ.:92 33 95/96/97/98

თუ ოფისში ამოსვლა გეზარებათ, მოგვწერეთ:

CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.