ჩვენზე

„ჩვენი ექსპრესის“ მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი, სამოქალაქო, მრავალფეროვანი საზოგადოების შექმნას, სადაც ყოველ ინდივიდს ექნება თვითგამოხატვის საშუალება. ახალგაზრდებში და არა მხოლოდ, მოახდინოს თავისუფალი არჩევანის, დამოუკიდებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაცია. ყოველთვის, ნებისმიერ პირობებში, წარმოადგენდეს ტრიბუნას ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე ალტერნატიული მოსაზრებისა და პოზიციისთვის, რომელიც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენი გადაცემა ცდილობს იპოვოს ადამიანები, ორიგინალური შეხედულებებით, რომლებიც საქართველოში არსებული ცენზურის, თვითცენზურის, დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრის გამო მოკლებულნი არიან შანსს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და დაიცვან საკუთარი პოზიციები. ამის გამო გადაცემა არაერთხელ გახდა და, შესაძლოა, მომავალშიც გახდება არაერთი „შეტევის“ ობიექტი , თუ იგი კვლავ გავა რომელიმე ცენტრალურ ტელეარხზე. (გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“ უკვე არაერთხელ აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის წნეხის ქვეშ, რადგან მასში გასული სიუჟეტები მორალის შესახებ მათი წარმოდგენების საზღვრებს ცდებოდა). გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ მიზნებში შედის „ინტერნიუსი საქართველო“-ს ფარგლებში შექმნას ალტერნატიული სივრცე - „თავისუფალი აზრის ცენტრი“. ის ხელს შეუწყობს და პოპულარიზაციას გაუწევს ორიგინალურ, ალტერნატიულ ახალგაზრდულ იდეებს; ამ იდეების მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი ბლოგის, სოციალური ქსელებით გავრცელებას; შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარებას, სადაც იმსჯელებენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტუალური თემების შესახებ; ჩვენი შეკრების ადგილი: იაშვილის ქ. 14/22 „ინტერნიუსი“ მესამე სართული. ოთახი №32 92 33 95/96/97/98 ta.ko@internews.ge Цель программы «Наш экспресс» - способствовать построению в Грузии свободного, гражданского, разнообразного общества, где каждый индивид имеет право на свободу самовыражения. Популяризация среди молодежи и не только идеи свободы выбора, самостоятельности и гражданской ответственности. Предоставлять всегда, при любых обстоятельствах трибуну для выражения любого, даже самого альтеративного мнения или позиции, не запрещенных законом Грузии. Наша программа стремится искать людей с оригинальными взглядами, которые, в силу существующей в Грузии цензуры, самоцензуры, устоявшегося общественного мнения, лишены возможности проявлять свои способности и защищать свою позицию.. Тем самым программа подвергается и, возможно, будет подвергаться давлению и цензуре, в случае, если «Наш экспресс» будет выходить на одном из центральных каналов... ( Примечание: Программа «Наш экспресс» уже несколько раз подвергалась давлению со стороны Патриархии Грузии, Союза православных родителей и руководства нескольких телекомпаний за несоответствующие их представлению о морали сюжеты.). В цели «Нашего экспресса» входит создание на базе «Интерньюс Грузия» альтернативной площадки - « Центр свободной мысли» для поддержки и популяризации оригинальных молодежных идей, проведения встреч и дискуссий на самые актуальные темы нашего общества, популяризации этих идеи посредством независимых СМИ, нашего блога и социальных сетей. Девиз этого начинания - «Кто не меняется, тот вырождается!». Найти нас можно на 3 этаже, в офисе «Интерньюс», расположенном на улице ул. Иашвили 14\22 в городе Тбилиси. Звоните: 92 33 95/96/97/98 Пишите: ta.ko@internews.ge