Submitted by Supervisor on Wed, 09/06/2010 - 16:43
ამ გადაცემაში წარმოდგენილია სამი ქართული სიუჟეტი. ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირის პროექტ „ეს შენი არჩევანია“ ფარგლებში მომზადდა და რელიგიურ უმცირესობებს ეხება.\r\nსიუჟეტს ნახავთ ორ ქართულ სკოლაზეც. ეს შედარებითი სიუჟეტია იმის საჩვენებლად, თუ რა მდგომარეობაშია თბილისის სკოლები.\r\nმოგიყვებით ასევე ფესტივალზე, რომელიც ჩარგალში ვაჟას-ფშაველას 145 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.\r\nამ გადაცემის სომხური სიუჟეტები ბაიკერებსა და იმ თინეიჯერებზეა, რომლებიც შიშს ყველანაირი ხერხით ებრძვიან.\r\nაზერბაიჯანელი ჟურნალისტები კი მოგიყვებიან, როგორ უნდა იშოვოთ ფული საკუთარი შრომით ან როგორ უნდა მოხატოთ კედელი ისე, რომ პატრულმა არ დაგიჭიროთ.
No comments
Post new comment